შპს "ვარკეთილაირი" შეიქმნა 2004 წელს. წესდებით ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა ბუნებრივი აირის მიწოდება-განაწილება.  გარდა ამისა, ყველა ის საქმიანობა, რაც კანონით არ არის აკრძალული.

2004 წლის დეკემბერში სემეკმა საზოგადოებაზე გასცა განაწილების ლიცენზია. სალიცენზიო არეალი  ვარკეთილი 3-ის დასახლება (5 მიკრო რაიონი).

2005 წლის დეკემბრიდან ლიცენზია გაგრძელდა უვადოდ.

2006 წლის ოქტომბერში სემეკმა გააფართოვა საზოგადოების სამოქმედო ზონა და ვარკეთილი 3-ის გარდა მას დაემატა გარდაბნის რაიონის სოფელი პატარა ლილო.

გარდა ბუნებრივი აირის მიწოდება-განაწილებისა, საზოგადოება სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებსაც აწარმოებს გაზის სისტემაში. ასევე ამონტაჟებს ცენტრალური გათბობის სისტემებს საცხოვრებელ ბინებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

ამჟამად საზოგადოებაში დასაქმებულია 63 ადამიანი. აქედან 21 კვალიფიციური გაზის სპეციალისტი  ოსტატ-ზეინკალია.

ორგანიზაციას აქვს საკუთარი საავარიო სამსახური, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

2012 წელს ორგანიზაცია მთლიანად გადავიდა ახალ მოდერნიზებულ ბილინგის სისტემაზე,

ორგანიზაციას საკუთარი ანგარიშები აქვს 6 ბანკში. აბონენტებისთვის გადახდის სისტემის გამარტივების მიზნით 2011 წელს ხელშეკრულება გაფორმდა სს "კლირინგ ცენტრთან". ეს საშუალებას აძლევს შპს "ვარკეთილაირის" აბონენტს საქართველოს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ბანკსა თუ ტერმინალში გადაიხადოს გაზის გადასახადი.

საზოგადოება ამჟამად ემსახურება 13467 აბონენტს. აქედან 149  არასაყოფაცხოვრებო ობიექტია (საჯარო დაწესებულება, კომერციული ორგანიზაცია).

ორგანიზაციის საკუთრებაშია 34კმ საშუალო და დაბალი წნევის მილსადენი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ჰაერშია. აგრეთვე, 15 გაზმარეგულირებელი პუნქტი. ამჟამად დარეგისტრირების პროცესშია პატარა ლილოს 900 მეტრიანი საშუალო წნევის მილსადენი.

საზოგადოება გაზის ძირითად ნაწილს ყიდულობს შპს "ყაზტრანსგაზიდან". მცირე ნაწილს  სს "იტერასგან".

2011 წელს შესყიდული გაზის მოცულობამ შეადგინა 10 650 000 კბ.მ. აქედან დანაკარგი იყო 5,2%. საზოგადოება გაზის დანაკარგის სიმცირის ოდენობით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის.


 2012 წელს შპს "ვარკეთილაირმა" მონაწილეობა მიიღო "დიპლომატ სერვისის" საფეხბურთო  ტურნირში. მასში მონაწილეობდა 24 გუნდი. ჩვენს ორგანიზაციას მანამდე მსგავს ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია.

მიუხედავად ამისა, შპს "ვარკეთილაირმა" 10 შეხვედრა გამართა და ფინალამდე მიაღწია. ფინალში კი დამარცხდა "პსპ-ს" გუნდთან და მე-2 ადგილს დასჯერდა.


ფოტოგალერეა


ქველმოქმედება....

2012 წელს შპს "ვარკეთილაირმა" რამდენიმე საქველმოქმედო აქცია განახორციელა:

1) ფინანსურად დაეხმარა მარტოხელა მოხუცთა სასადილოს "კათარზისს" და საქველმოქმედო სახლს -"მომავლის გზას";

2) სპორტული ფორმები და ინვენტარი შეუძინა ვარკეთილი 3-ის დასახლებაში მოქმედ საფეხბურთო ("ფორტუნა") და რაგბის ("ივერია") გუნდებს. აგრეთვე დააფინანსა მათი მონაწილეობა ტურნირებში;

 

3) მატერიალურად დაეხმარა ვარკეთილი 3 მე-4 მიკრორაიონში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლს;

4) ფინანსური დახმარება გაუწია რამოდენიმე მშენებარე მონასტერს;

5) ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია ვარკეთილი 3-ში არსებულ 3 მრავალშვილიან ოჯახს.


 
  by TTSTT email: varketilairi@gmail.com fax: 2275030